"ეს განაჩენები არ არის ჩვენი თავისუფლების აღკვეთა, ეს არის ქართული ოცნების დასასრულის მაჩვენებელი. ეს ალეკომაც იცის და ჩვენც, ვინც კიდევ ველოდებით ახალ განაჩენებს."- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და "ლელოს" წევრ ალეკო ელისაშვილს სოლიდარობას უცხადებს, რომელსაც 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს, მის ოჯახს და მის არაჩვეულებრივ ბიჭებს!
მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს განაჩენების სიმკაცრე, მისჯილი წლების სიმრავლე, პირველ რიგში, მიუთითებს რეჟიმის შიშზე, რეჟიმის სიმწვავეზე და რეჟიმის სიმხდალეზე. ამიტომ, ეს განაჩენები არ არის ჩვენი თავისუფლების აღკვეთა, ეს არის ქართული ოცნების დასასრულის მაჩვენებელი. ეს ალეკომაც იცის და ჩვენც, ვინც კიდევ ველოდებით ახალ განაჩენებს. თუმცა, ხალხის გატეხვა შეუძლებელია, ამ კედელს უკვე არაერთხელ შეეჯახა ბიძინა ივანიშვილი.
ბოლომდე!" -წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა











