პარლამენტში პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ესწრება.

პარლამენტის სასესიო დარბაზში პატრიარქი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიდა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში დღეს, ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. სწორედ პრემიერ-მინისტრის მოხსენებით დაიხურება საგაზაფხულო სესია.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

ანგარიშის მოსმენას პატრიარქთან ერთად ასევე ესწრებიან: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე