პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით წარდგება და ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს.
ნათია თურნავა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა.
ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან პასუხს „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერების მიერ აღებულ სესხებთან დაკავშირებით ელის. ამ თემაზე თურნავას პარლამენტიდან ცხრა შეკითხვა გაეგზავნა.
ნათია თურნავასთან ინტერპელაციის გამართვის ინიციატორია პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეები“.