საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.