პარლამენტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 78 ხმით მიიღო.
მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კომპენსაციის ზედა ზღვარი 1000 ლარამდე იზრდება და მომდევნო წლებში დაექვემდებარება ინდექსაციას. ასევე, იზრდება კოეფიციენტები, რომლითაც ანგარიშდებოდა პენსია.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ცვლილებებით ზუსტდება სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირთა ვინაობა და ის შეხება: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.
მისივე თქმით, კანონი 2024 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.