პარლამენტმა დღეს პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო.
დადგენილების პროექტს პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი და 78 ხმით დაამტკიცეს.
დაჯი კოვზირიძე პარლამენტის გამოკლებული წევრის, რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლეა. მას შემდეგ, რაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა, რუსუდან თევზაძემ საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა და პარტია დატოვა.




