ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიში მოისმინეს.
მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, ანგარიშში წარდგენილია ინფორმაცია ორ საქმეზე.
ბექა ძამაშვილის განცხადებით, მეორე საქმეზე ინფორმაცია ნინოწმინდის პანსიონს შეეხება, რომელიც გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა განიხილა.
„აქ მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ გარკვეული პერიოდი სახელმწიფოს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ზედამხედველობა განეხორციელებინა პანსიონში ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე, რის გამოც გაერო-ს კომიტეტმა დაადგინა შესაბამისი დარღვევა. დღეს სახელმწიფოს მხრიდან ამ პანსიონის მიმართ სრული მონიტორინგი ხორციელდება. იმ ბავშვებიდან, ვის მიმართაც დარღვევა დადგინდა, მხოლოდ სამი რჩება პანსიონში, საკუთარი სურვილის შესაბამისად. თითოეული მოსარჩელისთვის კომპენსაცია დადგენილია 30 000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
„საქართველოსთან მიმართებით სულ 15 საქმეზეა გადაწყვეტილება გამოტანილი. აქედან დარღვევა დადგინდა 7 საქმეზე. ამ 7-დან მხოლოდ ეს 2 საქმეა აღსასრულებელი“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.




