კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.  შევაფასეთ  12 ძირითადი პრიორიტეტის  შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალუსხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში,- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

“კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. 

შევაფასეთ  12 ძირითადი პრიორიტეტის  შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალუსხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში.

ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული.

საქართველო  ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”,- წერს ოლივერ ვარჰეი.