ქალბატონო სალომე! 
თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ, თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც, სალომე ზურაბიშვილის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შესახებ დაწერილ პოსტს აფასებს.

ამასთან, წილოსანი მიმართავს იმ პირებსაც, ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის  ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.

“ქალბატონო სალომე! 
თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ 

ხოლო
მათ, ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს,  არსებობს კანონი და დემოკრატიის დაცვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის  ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება - არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის მუხლებით,  პატიმრობით... მუხლი 222.” - წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.