პოლიტიკურად გაცამტვერებული „ნაცმოძრაობის“ საბოლოო დასასრული ზუსტად ასე წარმომედგინა, ყოველ მათგანს იმ სიბინძურეებზე საჯაროს უნდა ესაუბრა, რაც მათ შიგნით ხდებოდა იმ პერიოდში, როცა საკუთარ თავად ოპოზიციას უწოდებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ანა წითლიძემ გაასაჯაროვა, რომ ნიკა გვარამიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს ზურგში დანა ჩაარტყა.
„საუბარია 2024 წლის არჩევნებზე, სადაც მარტივი დასანახი იყო, რომ პარტია „ახლებმა“ „ნაცმოძრაობის“ ხმები გადაქაჩა და ფაქტობრივად, ამომრჩევლის მხარდაჭერა გაინაწილეს, ოღონდ, „ახლების“ სასარგებლოდ. ფაქტია საინტერესო, გვარამია გილაურთან სააკაშვილის მითითებით მივიდა, რომ დაფინანსება „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ წამოიღოს, მაგრამ მან ეს დაფინანსება მის პოლიტიკურ ინტერესებს მოახმარა. გასაკვირი არ არის, რომ „ნაცმოძრაობის“ ფუნდამენტალისტი წევრები ამ ყველაფერს აგრესიულად ხვდებიან. „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში გვარამია რომ თანხებს ითვისებდა, ამაზე წითლიძეც საუბრობს. მათთვის თანხების მითვისება უცხო არც ტელევიზიის და არც პარტიის შემთხვევაში არ ყოფილა. ამ საცირკო სანახაობას სიამოვნებით ვუყურებთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.









