„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი თანაგუნდელის, ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკის გამოყენების გამო ბოდიშს იხდის.
„ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელი ფორმულირება არის. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად. რეაგირების მექანიზმები ყველა დეპუტატს შეუძლია თავისით გამოიყენოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ გამოიყენონ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ ამ ძალიან უხამსი კომენტარის გამო ", - ამბობს ნინო წილოსანი „მთავარ არხთან“.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.