სანამ ოპოზიციონერი ქალების ღირსება სათანადოდ არ იქნება აღდგენილი, მანამდე არანაირ საპარლამენტო პოლიტიკას არა აქვს აზრი,- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

„სანამ ოპოზიციონერი ქალების ღირსება სათანადოდ არ იქნება აღდგენილი ინსტიტუციურად თუ პერსონალურად,  სანამ ქალებზე ბინძური თავდასხმის ავტორი პოლიტიკოსები მწარედ არ აგებენ პასუხს,  მანამდე არანაირ საპარლამენტო პოლიტიკას არა აქვს აზრი. ოპოზიციონერ მამაკაცებს განსაკუთრებით ეხებათ ეს პოსტი. ქალების ტერორზე მოსიარულე პოლიტიკა უნდა დასრულდეს!“- წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა -  თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა

ასევე, დეპუტატი  ალუდა ღუდუშაური  ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"