ყულევის პორტთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიღმა თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, ან ვინმე დამატებით საინფორმაციო წყაროს ცნობს, მაშინ საჯაროობის ინტერესიდან გამომდინარე ყველამ ეს სიახლე უნდა მიაწოდოს როგორც ქართულ, ასევე ევროპულ საზოგადოებას.
„ვისაც ასეთი მტკიცებულება არ აქვს, მაშინ მათ უნდა თქვან, რომ მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.








