როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში, - განუცხადა „იმედის კვირას“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, ცოტა ირონიულია, რომ ის ყველაფერი, რაც თბილისში ხდებოდა 2024 წლის ბოლოს, თითქმის ორი წლის თავზე განმეორდა ევროპაშიც.
„როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, იყო ერთის მხრივ სრულიად უადგილო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში და ვისი ფული იხარჯება, რა მიზნებით იხარჯება. მეორე, ეს იყო სწორედ შიში იმისა, რომ ასეთი მანკიერი პრაქტიკა გამოვიდოდა დღის სინათლეზე.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ნიშნის მოგებით არავის ველაპარაკებით, უბრალოდ ცოტა ირონიულია, რომ ის ყველაფერი, რაც თბილისში ხდებოდა 2024 წლის ბოლოს, თითქმის, ორი წლის თავზე განმეორდა ევროპაშიც“, - აღნიშნა მან.









