საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა.


შეხვედრისას მხარეებმა 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების (UNSDCF) პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მისი შესრულების მექანიზმებზე, ქვეყანაში გაერო-ს პროექტების მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

საუბრის ერთ-ერთ თემას  რეგიონული უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს როლზე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის მიმართულებით.

ნიკოლოზ სამხარაძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.