ჩორჩანის თემა საკმაოდ რთული და მძიმეა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ტერიტორიების საკითხს ეხება, მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
„ჩორჩანის საკითხი საკმაოდ რთული და მძიმე თემაა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ტერიტორიების საკითხს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ სიცხადე იყოს შეტანილი და ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რა იდგა თითოეული გადაწყვეტილების უკან. რა ინტერესი იდგა, ვისთან იყო შეთანხმებული, რა რისკები არსებობდა და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.