სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს პრემიერ მინისტრობას ულოცავს.

„გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე.