საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მეგაფონით რომ მოდის მარში რუსთაველზე, დღეს პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდა, მომავალში პოლიტიკურ პარტიად ვიხილავთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

"იმედია, ეს წამოწყება იქნება სტაბილური და არა სპონტანური, მომზადებული იმ სიმძიმეებისთვის, რაც ავტოკრატიის პირობებში თან ახლავს პოლიტიკურ პროცესს.

იმედი მაქვს, მათი ყოფნა ქართულ პოლიტიკაში იქნება ეფექტიანი და ხანგრძლივი, შედეგზე და არა პროცესზე ორიენტირებული. წარმატებები!“ – წერს ნიკა მელია.