სანამ მიხეილ სააკაშვილი ტყვეა, მასთან დებატებში არ შევალ.გავალ თუ არა პარტიიდან, ამ გადაწყვეტილებას მე მივიღებ ხალხთან ერთად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
„საიდანაც არ უნდა მომიაროთ, სიმართლე ერთია - მივყვები მართალ, სწორ და ღირსებით სავსე გზას. თითოეული ჩვენგანის ნათქვამსა და ნამოქმედარს დაედება ფასი და ამას არც თუ ისე შორეული მომავალი შეაფასებს.
სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვე, მე მასთან დებატებში არ შევალ. ამავე დროს, ჩემთვის სიმართლე არის უზენაესი.
გავალ თუ არა პარტიიდან, ამ გადაწყვეტილებას მე მივიღებ ხალხთან ერთად და ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება სიმართლესა და ღირსებაზე“ - აცხადებს ნიკა მელია.
მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს წევრებს მიმართა: თუ პარტიის შიგნით ხართ და პარტიას ლანძღავთ, სჯობს ადგეთ და თქვენი გააკეთოთ, ვიდრე შიგნიდან დაასუსტოთ პარტია