მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა ნაციონალურ მოძრაობასთან, მის მენეჯმენტთან და განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან; როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად როგორ ან რა მიზნით სხედხართ? - ასე მიმართავს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია თანაპარტიელებს.
და ვინმემ არ თქვას ახლა, დეპუტატის მანდატი მიშას მოსანახულებლად გვჭირდებაო, ამ უფლებას რომ არ გაყენებინებენ ხომ ხედავთ?!
12 პუნქტის შესრულებაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, არა შედეგის, არამედ უშედეგობის გამო; საგამოძიებო კომისიებიც ვერ შეიქმნა. პარლამენტში ყოფნა დღეის მდგომარეობით, რომ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მყოფი ოცნების ლეგიტიმაციაა, ეს ფაქტია, უბრალოდ პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ, რაიმე სიტუაციაში. " - წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა - თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა
ასევე, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"