ივანიშვილსა და კეზერაშვილს მცდარად მიაჩნიათ, რომ მოახერხეს პოლიტიკური ველის მონოპოლიზაცია,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"საბოლოო ჯამში, როდესაც არჩევნები დასრულდება, ბევრი ანალიტიკოსისთვის საინტერესო შესასწავლი სუბიექტი იქნება, რის ხარჯზე მოახერხა ახლად შექმნილმა პარტიამ სერიოზული შედეგის დადება.
ყველა შემთხვევაში, შედეგი ყველა ვარიანტში დაიდება საარჩევნო გზის გავლით - ან კონკრეტულად საარჩევნო დღეს, ან პოსტ არჩევნები, ამაში დარწმუნებული ვარ.
ივანიშვილსა და კეზერაშვილს მცდარად მიაჩნიათ, რომ მოახერხეს პოლიტიკური ველის მონოპოლიზაცია, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურის.
ეს მანკიერი, დაჭაობებული, პოლიტიკური კორუფციული სისტემა უნდა შეიცვალოს.
პირველ რიგში, მე ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემის დამარცხება მინდა და არა მხოლოდ თავად ივანიშვილის და დავამარცებთ კიდეც, გულწრფელ, იდეურ ხალხთან ერთად"- განაცხადა ნიკა მელიამ.