მობეზრდა ვინმეს კეზერაშვილზე და მერაბიშვილზე ლაპარაკი თუ არა, ეს არის მათი მმართველობის შედეგი, მათი პარტიის მმართველობაში ყოფნის შედეგი - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია, რომელიც ეხმაურება IRI- ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს:
"ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი პრობლემა, ბარიერი რომელიც გამარჯვებისათვის ბრძოლაში გვიშლიდა ხელს, იყო ნეგატიური რეიტინგი, ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ამ პარტიას არასოდეს მისცემს ხმას.
ამის შეცვლას ვცდილობდით, ამ ნეგატივის შემცირებას და ახლა IRI-ს კვლევაში 40% ამბობს რომ ნაციონალურ მოძრაობას არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10% ით მეტი ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე.
მობეზრდა ვინმეს კეზერაშვილზე და მერაბიშვილზე ლაპარაკი თუ არა, ეს არის მათი მმართველობის შედეგი, მათი პარტიის მმართველობაში ყოფნის შედეგი.
ამ განწყობის არსებობა, მითუმეტეს ამ განწყობის ზრდა, თუ ვინმეს აძლევს ხელს, აძლევს ხელს ოცნების პროპაგანდას..." - წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ: საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუების ფორმით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.