სინამდვილეში, ყველაზე მაგარი ამბავი ისაა, რომ სიას არ აქვეყნებენ. ეგ, ეფექტურად, იმას ნიშნავს, რომ ყველა დასანქცირებულია - ამის შესახებ "ახალის" ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

"სინამდვილეში, ყველაზე მაგარი ამბავი ისაა, რომ სიას არ აქვეყნებენ. ეგ, ეფექტურად, იმას ნიშნავს, რომ ყველა დასანქცირებულია. აბა, ვის წარმოუდგენია, რომ რომელიღაც ალუდა ღუდუშაურმა ბილეთი იყიდოს, 15 საათი იფრინოს და არ იცოდეს, საზღვარზე გაატარებენ თუ არა და კენედის აეროპორტში აღმოაჩინოს, რომ უკან უნდა გამობუნძულდეს?"

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ - პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს