"ოცნებამ, დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, აირჩია იანუკოვიჩის გზა ორბანის კარის იდეოლოგების “ბოდვით” დასაბუთებული", - ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას:
"ოცნებამ, დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, აირჩია იანუკოვიჩის გზა ორბანის კარის იდეოლოგების “ბოდვით” დასაბუთებული. ივანიშვილი ამ გზას ბოლომდე მიაწვება და საერთაშორისო იზოლაციასთანაც მაქსიმალურ ადაპტაციას ეცდება. ამის დეკლარაციაა ეს ტექსტი.
ps დიქტატურები თავისით არ სრულდება. დიქტატურებს ასრულებენ."- წერს ნიკა გვარამია.
"ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული" - ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადება