"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
მე მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, ნუ გაჯიუტდება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.