ძალიან გაუჭირდა ოცნებას და ყველა ნაცნობ-ნაკლებნაცნობ-უცნობს ერთგულების ფიცს საჯაროდ ადებინებს ყველაზე შეურაცხმყოფელი ფორმით. შიში ოხერია, პანიკა - უარესი ოხერი - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
"ქართველი ბიზნესმენები დებენ და დებენ რუსული კანონის მხარდამჭერ სტატუსებს. ძალიან გაუჭირდა ოცნებას და ყველა ნაცნობ-ნაკლებნაცნობ-უცნობს ერთგულების ფიცს საჯაროდ ადებინებს ყველაზე შეურაცხმყოფელი ფორმით. შიში ოხერია, პანიკა - უარესი ოხერი :)
ბიზნესმენების საქციელის ანალიზს და შეფასებას არც ვაპირებ - მარტივად: არავითარი გამართლება არა აქვს, არავითარი და ძალიან სირცხვილია. მაგრამ იმას კი "ვიწინასწარმეტყველებ", რომ არ შეარჩენენ დამცირებას ეგ ბიზნესმენები ქოცებს, ტენდერების ხათრითაც კი. აუცილებლად შეუტრიალებენ უკან ყველაზე გადამწყვეტ მომენტში და ყველაზე მტკივნეულად "- წერს ნიკა გვარამია.