„რაში ჭირდება გარიცხვა იმას, რაც ისედაც არაა ფიგურანტი?! ყველამ იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იღებს მონაწილეობას ამაში [ალიანსის მუშაობაში]. აქ ვინც იყო [ანა წითლიძე] და ყველას გაუხსნა სააკაშვილმა გზა და ფურთხების და ბირჟაზე მჯდომი „სემიჩკის მჭამელი“ პოლიტიკოსის რანგს ვერ გასცდა ვერანაირად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ცნობისათვის: ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი, ამჯერად ოპოზიციური ალიანსის დაშლაა.
ანი წითლიძის განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ალიანსი არ დაუტოვებია და "ფედერალისტების" ლიდერი ჩერგოლეიშვილი თავად ცდილობს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას.








