პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მას შორის არსებულ დაპირისპირებას „ტვ პირველის“ ეთერში გამოეხმაურა.
„გულწრფელად გეტყვით არ იყო მარტივი, თავი შევიკავე კომენტარების მიცემისგანაც, მინდოდა რომ ჩემშიც ჩამცხრალიყო ეს ყველაფერი და მეტ ნაკლებად ვითარება ჩამცხრალიყო. სოციალურ ქსელში მქონდა გამოხმაურება, ერთადერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თავდასხმა იყო ჩვენი პარტიის საშუალო და დაბალ რგოლებზე. აი ეს არ არის ჩემთვის მოსათმენი. ჩემთან დაკავშირებით, ახალი ამბავი არ არის, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა ტერმინოლოგიითაც, როგორიც არის მაგალითად: „ქათამი“, „ნიკუტა“ და ა.შ... თუ მიშამ არ იცის, აქედანაც მოისმინოს, მინდა რომ იცოდეს.
დარწმუნებული ვარ, რომ არ იცის, სხვანაირად რომ ვფიქრობდე, მაშინ სხვანაირად ვიტყოდი, დანამდვილებით. არც ვპასუხობ ამას ყველაფერს, იმიტომ რომ არ არის ეს ჩემთვის ამ წუთში არც მნიშვნელოვანი და დამაზიანებელიც“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ანა წითლიძე: "ყოჩაღ გვარამიას — ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ ჩერგოდ მოგვევლინა"











