პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რადას საპარლამენტო ფრაქცია "ბატკივშჩინას" ლიდერს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც პარლამენტის წევრებისთვის ქრთამის შეთავაზებაშიa ეჭვმიტანილია მხარდაჭერას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენს პარტიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იულია ტიმოშენკოსთან, რომელიც უკრაინის დიდი პატრიოტი და ძალიან ცნობილი საერთაშორისო ფიგურაა.
ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს აღქმა, რომ მას შესაძლოა უსამართლოდ მოეპყრონ და მოვუწოდებთ გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესისკენ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ის გამართლდება და გააგრძელებს უკრაინელების კეთილდღეობისთვის წვლილის შეტანას. უკრაინას სჭირდება თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, შემდგომი დაბრკოლებების გარეშე." - ნათქვამია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში, რომელიც "ფეისბუკში" გავრცელდა.
შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 33,280,000 გრივნას ოდენობის გირაო შეუფარდა







