უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 33,280,000 გრივნას ოდენობის გირაო შეუფარდა საპარლამენტო ფრაქცია "ბატკივშჩინას" ლიდერს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც პარლამენტის წევრებისთვის ქრთამის შეთავაზებაშია ეჭვმიტანილი.

სასამართლომ ტიმოშენკოს, ასევე დააკისრა მთელი რიგი პროცედურული ვალდებულებები, მათ შორის სასამართლოს, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ გამოძახებისას გამოცხადება, კიევის ოლქის დატოვების აკრძალვა, საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინება, პარლამენტის გარკვეულ წევრებთან კომუნიკაციისგან თავის შეკავება და პასპორტების ჩაბარება.

ელექტრონული სამაჯურის ტარება სავალდებულო არ არის.

სასამართლოში გამოცხადებისას ტიმოშენკომ მოსამართლეს სთხოვა, საერთოდ არ დაეკისრებინა აღკვეთის ღონისძიება.