„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებზე ახალი სახელწოდებით გავლენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, გაერთიანებაში გიორგი ვაშაძისა და სოფო ჯაფარიძის გარდა ასევე იქნებიან – გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი.
„სხვა პარტიებმა თუ ვერ შეძლეს ამ ეტაპზე გაერთიანება, გავერთიანდეთ ჩვენ პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და რაც მთავარია, ახალგაზრდებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად დაგვანახეს ერთიანობის ძალა. ეს არის ის, რითაც ჩვენ გავიმარჯვებთ, რაც ჩვენ გვაძლევს ძალას. ახლა ჩვენი ვალია, ეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ახალი გაერთიანება არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით წარდგება.