„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან 17:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს. 

როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცემა.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია წუხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთანაც გამართა.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა.