ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იქნება და ვიდრე სანქციების აღსრულების და ადგილობრივი კანონმდებლობის ურთიერთშესაბამისობის შესახებ დისკუსია გასცდებოდა ცალკეულ გამოსვლას თუ განცხადებას, ჩვენ მივხვდით, რომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გვემოქმედა. გადაწყვეტილებით პრევენციაც გავაკეთეთ უფრო დიდი დისკუსიის გაჩენის და, ზოგადად, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების, რამდენად სწორად ვიქცევით აღსრულების მექანიზმების დონეზე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სხვადასხვა პოლიტიკოსი გვაკრიტიკებდა მანამდეც, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და მერეც გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ არაფერი ამდაგვარი ჩვენზე არ მოქმედებს. გვსიამოვნებს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მშვიდად ვხვდებით ასეთ კრიტიკას. ისევე, როგორც შექება არ გვსიამოვნებს და არ გვჭირდება არავის დაცვა. ჩვენ ყველა კითხვაზე თავად გავცემთ პასუხს. აქედან გამომდინარე, ეს მეორე ფაქტიც არანაირად არ იყო გადამწყვეტი ჩვენ მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა საყურადღებო იყო იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, ეს საკითხი ცხელია და პოლიტიკურად არის აჟიტირებული თემა. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იქნება და ვიდრე სანქციების აღსრულების და ადგილობრივი კანონმდებლობის ურთიერთშესაბამისობის შესახებ დისკუსია გასცდებოდა ცალკეულ გამოსვლას თუ განცხადებას, ჩვენ მივხვდით, რომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გვემოქმედა. გადაწყვეტილებით პრევენციაც გავაკეთეთ უფრო დიდი დისკუსიის გაჩენის და, ზოგადად, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების, რამდენად სწორად ვიქცევით აღსრულების მექანიზმების დონეზე“, – განაცხადა თურნავამ.