გამჭვირვალობა ჩვენ რა ნაწილში გჭირდება იცით? თქვენ როგორც პარლამენტი, რამდენად ასრულებთ ფუნქციას, რომ გამჭვირვალე იყოს არაერთი კატასტროფულად ხმაურიანი საქმე, - ამ სიტყვებით მიმართა „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ხელისუფლების წარმომადგენლებს - შალვა პაპუაშვილსა და ლევან მახაშვილს.

„დამოუკიდებელ მედიას არც უცდია არასოდეს არ გადაეხადა გადასახადები. ეს გაუგონარი რამეა ამ ქვეყანაში, როგორ უნდა გააშუქო რამე, თუკი გადასახადს არ იხდი და სოციალურ საკითხებზე საერთოდ როგორ უნდა ილაპარაკო შემდეგ. ლეგიტიმაციის ნაწილი არის გამოგონილი საკითხი, რადგან თავს თუ იტყუებს ვინმე არ ვიცი, გადასახადებს ვინც იხდის, ის ხომ ავტომატურად გაღიარებთ, როგორც ძალაუფალს და ვის აძალებთ კიდევ  დამატებით აღიარება გქონდეთ შიგნით. თქვენი პრობლემები გარეთ არის და შეიძლება კომპლექსებიც მანდედან მოდის, რომ ზოგადად აღიარება არ გაქვთ და ამიტომ იგონებთ ამ კანონს, მაგრამ შიგნით, მართლა ვინ იტყუებს თავს, რომ ვინც გადასახადს იხდის, თქვენ, როგორც ძალაუფალს არ გხედავთ. გამჭვირვალობა ჩვენ რა ნაწილში გჭირდება იცით? თქვენ როგორც პარლამენტი, რამდენად ასრულებთ ფუნქციას, რომ გამჭვირვალე იყოს არაერთი კატასტროფულად ხმაურიანი საქმე“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.