"არავინ ფიქრობს იმაზე, რომ გორში ქართული ტერიტორია ყოველდღე იღუპება, როდესაც ჯარიაშენში გავედი, მთავრობა მთლიანად ბრიუსელში იყო წასული და საკუთარ საქმეებზე დარბოდნენ. ივანიშვილმა კი პიარ-პორნო გაზაფხული მოგვიწყო" - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "რუსთავი 2 თან"
"როდესაც არჩევნები კარზე მოგვადგა, როდესაც ივანიშვილმა ხალხის მიცემული დაპირება არ შეასრულა, როდესაც მეოთხე წელი გადაგვიქცია პიარ-პორნო გაზაფხულად და თავისი ჭკუით უნდა, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას და უნდა დაავიწყოს ხალხს დუხჭირი ცხოვრება, ვაება რაც მან ხალხს მოუტანა, კრიზისი, ლარის გაუფასურება, 10 ლარის 5 ლარად ქცევა, მძიმე გაზაფხული, ხალხმა რა გაჭირვებით მოხნა-მოფარცხა, დაიწყო ვეგეტაციის პროცესი, დაბრუნდა ზამთარი და არავინ ფიქრობს ვინ აუნაზღაურებს მიყენებულ ზარალს გლეხებს, როდესაც ვაშლი და გარგარი აღარ მოიბამს ხეზე." - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.