რატომ შეიქმნა რეფორმების საბჭო პარტიისგან დამოუკიდებლად ? იმიტომ რომ პარტიული სტრუქტურა არ აღმოჩნდეს ადამიანებისთვის დაბრკოლება და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, განხილვაში. - ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს
"ნებისმიერი პროფესიის, ასაკის, გამოცდილების, ყველა პატრიოტმა, რომელიც შეიძლება ენმ-ს ამომრჩეველი არაა, მაგრამ გვაქვს მთავარი საერთო, “ქართული ოცნების” დამარცხების სურვილი.
ეს იქნება მცდელობა საქმიანი კოალიციის.
ამ პროცესში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ემიგრაციიდან. მაშინ როცა ქართულმა ოცნებამ საკუთარ ქვეყანაზე ყველა გადაწყვეტილების უფლება ჩამოართვა ემიგრაციას, ამ საბჭოში მათი ხმა უნდა ისმოდეს ძალიან მკაფიოდ. მივიღებთ ახალ იდეებს, შენიშვნებს, წინადადებებს, როგორ ხედავვენ ბრძოლის ფრონტის გაშლას.
ეს არ იქნება ურთიერთობის აქამდე აპრობირებული ფასადური ფორმატი. რეფორმების პროცესში ჩართული იქნება ყველა ინდივიდუალურად.
ვინ იქნება ჩვენი მთავარი მოკავშირე?!
ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული, პოლიტსაბჭოს წევრები , პრიორიტეტი ხდება რეგიონი , ნაციონალური მოძრაობის ქალი წევრები და ამომრჩევლები, რადგან ჩემი აზრით ამ პარტიის მთავარ ძალას ისინი წარმოადგენენ.
გეგმის შინაარსი ყველასთვის იქნება ცნობილი რომ ჩართულობა შეიძლება მაქსიმალურად აქტიურ ფაზაში იყოს.
ჩემი ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად იცით რომ ყველაფერი იქნება საჯარო და ღია ვარ დისკუსიისთვის. მოგისმენთ და თქვენთან ერთად შევქმნი თქვენთან ერთად დღის წესრიგს" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს რეფორმატორთა საბჭოს - თავმჯდომარე მე ვიქნები, გადავწყვიტე, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი იყოს აღმასრულებელი მდივანი







