შეეცადნენ, რომ ჩაეფარცხათ საქმე, რაც მოსალოდნელი იყო, - ეს განცხადება „ფორმულას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემ გააკეთა, რითაც  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მისი ცემასთან დაკავშირებული საქმის დახურვას გამოეხმაურა.

„შედეგის გარეშე დადგომა ჰქვია, დაკავებული კი ჰყავთ ერთი თავდამსხმელი, მაგრამ მისი თანამზრახველები, დამკვეთები, სუს-ი, ხელისუფლება ისევ დასაკავებლები არიან და არაეფექტურად იმოქმედა, ყველაზე მსუბუქი შეფასებაა. 

მართლა შეფასების სიმსუბუქეზე ხომ არ არის, ფაქტია, რომ გამოძიებამ კითხვებს პასუხი ვერ გასცა, რომელიც ბუნებრივად იბადებოდა მედიის მოპოვებული კადრებიდან. სულელი არავინაა და ყველა ხვდება მოტივს. 

შეეცადნენ, რომ ჩაეფარცხათ საქმე, რაც მოსალოდნელი იყო. ჭეშმარიტების დასადგენად ყველაფერია გასაკეთებელი. სასაცილოა, როგორ არის შერჩეული სამხილების ამოღება - ისე შერჩევითად არის ამოღებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ის არ უნდა გამოჩენილიყო. 

სამართლიანობის და კანონის სივრცეში დაბრუნება შეუძლია მოსამართლეს. რა აზრი აქვს. გამოიძია, ყველა უწყება იყო ჩართული, სახელმწიფო რაც უნდა იმას აკეთებს.

ადვოკატი ამბობს, რომ შესაძლოა, ეს საქმე პრეცედენტულიც კი გახდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ ამ საქმეში შესაძლოა, დაიშვას პრეცედენტი - ასეთი რამ არსებობს, რომ სახელმწიფოს თანამშრომელი არ იყო, პოლიციელი არ იყო ჩემზე თავდამსხმელი - გუგეშაშვილი, მაგრამ მისი ხელით რომ მოქმედებდა სახელმწიფო, ამ მიმართულებით წავიყვანთ საერთაშორისო სასამართლოში საქმეს,“ - ამბობს მიშა მშვილდაძე.