საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"გულითადად ვულოცავ ბატონ კაროლ ნავროცკის უაღრესად კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებასა და პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას.

ეს არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც გისურვებთ, რომ დიდი წარმატებით გაართვათ თავი.

დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობა კიდევ უფრო გააძლიერებს პოლონეთს. მშვიდობასა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და პოლონელ ხალხს.

მოუთმენლად ველით თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, რის იმედსაც ჩვენს შორის არსებული ღირებულებითი თანხვედრა მაძლევს," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.