გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს.

პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

„ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.