საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) მსოფლიო ლიდერთა სამიტის (COP31) ფარგლებში, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ლუის ინასიუ ლულა და სილვას გაესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა ბრაზილიელ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება და ქვეყნის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევა მიულოცა.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებზე.








