პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, როგორიც 2008 წლის აგვისტოს ომია, მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული პოზიციები.

„ასეთი [„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების] პიროვნებების წინ წამოწევა, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდი განცხადებები აქვთ გაკეთებული და ამით აქვთ თავი დამახსოვრებული საზოგადოებისთვის, არამც თუ უხერხულად გამოიყურება, არამედ მძიმე იარლიყია. ყველას კარგად ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი გადაწყვეტილებები, მათ შორის [ევროსაბჭოს] რეზოლუციასთან დაკავშირებით. ამას სჭირდება რეაგირება, ანალიზი, შეფასება. არ შეიძლება, რომ მკაფიოდ არ იყოს დაფიქსირებული პოზიციები ისეთ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, როგორიც გახლავთ მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.