რეალობამ აჩვენა, რომ ეროვნული ბაკის საბჭოდან წასულმა ადამიანებმა მართებული გადაწყვეტილება არ მიიღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე პირველ არხს განუცხადა.

„იყო ყოყმანის მომენტები, გარკვეული ინფორმაციები, რაც დღის განმავლობაში ვრცელდებოდა, მაგრამ რეალობამ აჩვენა, რომ საბჭოდან წასულმა ადამიანებმა მართებული გადაწყვეტილება არ მიიღეს. მოგვიანებით განვითარებული მოვლენები როგორც აჩვენებს, აშკარად არის ნიშნები იმის, რომ რაღაც ფორმით ხელოვნური კრიზისი შეუქმნან ეროვნულ ბანკს. როცა ხელისუფლების მიმართ იყო ბრალდება, რომ შესაძლო იყო ფინანსური სექტორი დაზიანებულიყო, ახლა თვალს ვადევნებთ, ოპოზიციის მხრიდან ხელოვნური პრობლემა შეექმნას ეროვნულ ბანკს ფუნქციონირებაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.