რა თქმა უნდა, ვერ ვახერხებთ ყოველთვის, რომ რობოტებივით ვიქცეოდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც  პარლამენტში გუშინდელ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„პირველად, ერთ-ერთმა ქალმა დეპუტატმა ერთი ნივთი ისროლა ლევან მგალობლიშვილის მიმართულებით, ამის რეაქცია მოჰყვა, რომ მოუღერა მიკროფონი. შეურაცხყოფას როდესაც გაყენებს, კაცი იქნება თუ ქალი იქნება, რასაკვირველია, რეაქცია გაქვს ერთგვაროვანი და ემოციურიც მათ შორის. რა თქმა უნდა, ვერ ვახერხებთ ყოველთვის, რომ რობოტებივით ვიქცეოდეთ". - განაცხადა სარჯველაძემ.