ოპოზიციას არათანმიმდევრულობა და ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა ყოველთვის ახასიათებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„მათთვის საბუთსა და მტკიცებულებას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელია. მათ შეუძლიათ უტიფრად გამოაცხადონ სანდო წყარო არასანდოდ. რა აწყობთ და რა არ აწყობთ ამის მიხედვით ხელმძღვანელობენ“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.