მოლოდინსაც და ჩემს სურვილსაც გავაერთიანებ, რომ ეს იყოს კარგი თანამშრომლობა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„განსაკუთრებული როლი აქვს ამ ყველაფერში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობას შეერთებულ შტატებში. ამიტომ, თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც გვაქვს პოზიტიური“, - განაცხადა სარჯველაძემ.