მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძისგან მიიღო შეთავაზება, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ.
გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობებში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებულია.ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე.
მინდა მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის. შემოთავაზებას რაც შეეხება კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება. აუცილებლად ჩავთვალე ამის შესახებ თქვენთვის მემცნო.#თავისუფლებამიშას -"წერს დავით სააკაშვილი.