ეროვნული ბანკი საქართველოს არ სჭირდება, ემისია საქართველოს არ სჭირდება, თუ შევდივართ ევროპაში, იყოს ევრო - ამის შესახებ მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ის დისტანციურად ერთვება.
"პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, როცა საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად, ეს არის პირველი, რომ გავაუქმოთ, დავხუროთ ეროვნული ბანკი, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი გამოიყენება მანიპულაციებისთვის, იმისათვის, რომ "ნაკოლს" იძლევიან ბანკებზე. პრაქტიკულად ივანიშვილს აქვს ყველაზე დიდი ბანკი ერთ-ერთი და ამავე დროს აკონტროლებს ეროვნულ ბანკს. მას შეუძლია ნებისმიერ დროს აგიწიოთ ან დაგიწიოთ ვალუტის კურსი, აკეთოს ამაზე ფული. სამაგიეროდ, სრულიად არაპროგნოზირებადია ინფლაცია, ხალხი ვერ გეგმავს თავის შემოსავლებს და გასავლებს, აღარავის აღარ ჰყოფნის ხელფასი, ეს უნდა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ, უნდა გადავიდეს საქართველოს ეკონომიკა ევროზე. ეროვნული ბანკი საქართველოს არ სჭირდება, ემისია საქართველოს არ სჭირდება, თუ შევდივართ ევროპაში, იყოს ევრო. [...] მეორე, საქართველო უნდა იყოს ერთი გადასახადის ქვეყანა. საქართველოს არ სჭირდება მრავალშრიანი გადასახადები, ესეც არის კორუფციის წყარო" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მორიგი განხილვა განახლდა.
წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდა, თემურ ჯანაშიამ მედიასთან განაცხადა, რომ "ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმე" აბსოლუტურად დაცლილია სამართლისგან, შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია