ახლა მაინც ხომ მივხვდით რატომ გაჩერდა ლაზიკის პროექტი?! აწი ვინ ჩადებს ფულს საფრთხის წყაროსთან?! - წერს მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"უკრაინამ რუსული შავი ზღვის ფლოტი უკვე გააქცია სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში და მას გაუმჯობესებული უკრაინული იარაღი იქაც თანდათან სულ უფრო სწვდება, ამიტომაც ოჩამჩირეს სარეზერვო ბაზად ამზადებენ.
ამასწინათ, ოჩამჩირის პორტი გააღრმავეს და მოამზადეს წყალქვეშა ნავების ბაზებისთვის. პრაქტიკულად ხდება საქართველოს ტერიტორიის ჩათრევა რუსეთ-უკრაინის ომში. ეს იმ ფონზე, როდესაც სომხეთმა ლაპარაკი დაიწყო გიუმრის რუსული ბაზის გაყვანაზე.
აი, სად მიგვიყვანა აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკამ - ნიანგს რამდენიც არ უნდა აჭამო ბოლოს ხელს მაინც მოგაჭამს. დააკვირდით, რომ ბაზის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა არა მოსკოვმა, არამედ ბჟანიამ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი თავის გეგმებს მიჰყვება და ჯერ სანამ სჭირდება, თბილისში თავისი მარიონეტების რეპუტაციას მაინც უფრთხილდება, სჭირდება მანამ სანამ საბოლოოდ არ გადაწყვეტს ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებას.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი ივანიშვილის სრული გაწოლის პირობებში ქართველ ხალხს აპატიებს რუსული ჩექმის არსიყვარულს, ღრმად ცდება. ღმერთმა არ ქნას, უკრაინაში რუსეთის რაიმე წარმატებების შემთხვევაში, რუსეთი მაშინვე შეეცდება საქართველოს გადასანსვლას, ამ დროს ჩვენ ყოველდღე ვსუსტდებით და ამ საფრთხის წინაშე ყოველდღე უფრო დაუცველები ვხდებით.
ახლა მაინც ხომ მივხვდით რატომ გაჩერდა ლაზიკის პროექტი?! აწი ვინ ჩადებს ფულს საფრთხის წყაროსთან?!"