ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სოფო ჯაფარიძე პირდაპირ ანათებს თავისუფლების მარშზე“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანომდე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეების საპროტესტო მსვლელობა -„თავისუფლების მარში" მოეწყო.