პატიმრობაში მყოფი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელისუფლების დანამატად ორგანიზაციად მოიაზრებს და მიიჩნევს, რომ ვინც მათ დასავლეთიდან აფინანსებს, რეალურად რეჟიმს ეხმარებიან:
"ყველაფერი რისი ცოდნაც გჭირდებათ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გუშინ თქვა, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური მოტივებით იდევნება.
ეს იყო ასოციაცია, რომელმაც 14 წლის განმავლობაში ერთხელ არ ამოღერღა იგივე ჩემზე და რომლის ერთი თავმჯდომარე ქოცების თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო მეორე ქოცების პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე იმავე პარლამენტში ვიცე-სპიკერი.
ამიტომაც საზოგადოების თვალში ნდობა აქვთ ნული და სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები. ხოლო ის იდიოტები ვინც მათ დასავლეთიდან აფინანსებს, რეალურად რეჟიმს ეხმარებიან." - წერს მიხეილ სააკაშვილი.









